გია ვოლსკი - საპარლამენტო ზედამხედველობა დღითიდღე ძლიერდება, რაც თვალსაჩინოა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა დღითიდღე ძლიერდება, რაც თვალსაჩინოა.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ პირველ მოხსენებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერი ყველა გამოსვლაში აღნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა ოკუპაცია და უმუშევრობაა.
„დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. ეს ტენდენცია უნდა გვიხაროდეს და არა ის, რომ ამ საკითხებზე ჩასაფრებული ვსაუბრობდეთ. უმუშევრობის პრობლემა უდიდესია, თუმცა გამოსწორების ტენდენცია სახეზეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.