გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს არ გააჩნია
გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს არ გააჩნია

სალომე ზურაბიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სახელმწიფოს მმართველობის ეფექტიანობას სქესი არ განაპირობებს.

„სალომე ზურაბიშვილს აქვს სერიოზული რესურსი, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს არ გააჩნდა და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი გამარჯვების. მას აქვს უმაღლესი ჯილდოები მიღებული საფრანგეთის რესპუბლიკის, მას აქვს შესანიშნავი საერთაშორისო გამოცდილება და გაერო-ს სისტემაში სერიოზულ საგანგებო, მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი წარმატებული იქნება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.