გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადებები კლოუნადას დაემსგავსა, ადეკვატური არ არის ციხეზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, ვინც ეს ციხე წამების მუზეუმად აქცია
გია ვოლსკი - სააკაშვილის განცხადებები კლოუნადას დაემსგავსა, ადეკვატური არ არის ციხეზე ლაპარაკი იმ ადამიანისგან, ვინც ეს ციხე წამების მუზეუმად აქცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები და განცხადებები კლოუნადას დაემსგავსა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მატროსოვი მალე პოლიტპატიმრების მუზეუმად გადაიქცევა“.

„ვინ რას დაემსგავსა, არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი რას დაემსგავსა, ეს არის საინტერესო. მისი გამოსვლები, განცხადებები კლოუნადას დაემსგავსა. არ მგონია, რომ ციხეზე ლაპარაკი ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე წამების მუზეუმად აქცია. ეს ასე გაგრძელდებოდა, რომ არა, პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. წინა ხელისუფლების დროს 25 ათასი პატიმარი იყო, მათ შორის, ნახევარზე მეტი დაავადებული იყო ტუბერკულოზითა და „ცე“ ჰეპატიტით. პატიმართა რაოდენობა დღეს გაცილებით ნაკლებია. შეიძლება, ადამიანი პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნოდეს, მაგრამ როცა იარაღით ხელში, ცეცხლსასროლი იარაღი არ მაქვს მხედველობაში, იბრძვის საკანონმდებლო ორგანოში შემოსაჭრელად, არ მგონია, რომ პირველ რიგში მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება იყოს მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ვოლსკიმ.