გია ვოლსკი - ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს
გია ვოლსკი - ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს

ქოლცენტრების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არა მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების მხრიდან, არამედ ამაში ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ბიბისის“ გამოძიებამ კონკრეტული მასალები დადო, რაც შეიძლება უკვე წარმოჩინდეს, როგორც ბრალდების საფუძველი.

„რასაკვირველია, რადიკალური ოპოზიციის ფუთფუთი გასაგები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია, რომ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკური მფარველია ოპოზიციის, რასაკვირველია, ისინი მოინდომებენ იმას, რომ გამოძიებიდან აქცენტები გადმოტანილი იყოს საპარლამენტო კომისიაზე. მათი გააფთრებული მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს შეიძლება იყოს. გიორგი გახარიას გუნდი ცდილობს, ამ თემას გაემიჯნოს, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს წარმოიშვა და გაფართოვდა ეს თემა. ზოგიერთი გამიჯვნის და ზოგიერთიც ინფორმაციის მოზიდვის მიზნით გააფთრებულად ითხოვს კომისიის შექმნას იმ საკითხზე, რომელზეც კომპეტენტური გამოძიება უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.