გია ვოლსკი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალ სახეებსაც ვნახავთ, ისინიც იქნებიან, ვინც თავი დაიმკვიდრა ავტორიტეტით და საქმიანობის ხარისხით
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალ სახეებსაც ვნახავთ, ისინიც იქნებიან, ვინც თავი დაიმკვიდრა თავისი ავტორიტეტით და საქმიანობის ხარისხით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო სიის პირველ, მეორე, თუ მესამე ხუთეულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბრისთვის გამოცხადდება.
„მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი. რაც შეეხება კრიტერიუმებს, კარგა ხანია, მიმდინარეობს ამ თემებზე საუბარი, განხილვა, კონსულტაციები ცალკეულ პიროვნებებთან. საარჩევნო სისტემაც ახალია 120/30-ზე და აქედან გამომდინარე. მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების დროს უფრო მეტი ყურადღება მიექცა მათ პროფესიონალიზმს, დამოკიდებულებას საქმისადმი, პატრიოტიზმს. ვფიქრობ, კარგი შემადგენლობით წარვდგებით. ახალ სახეებსაც ვნახავთ და ისინიც იქნებიან, ვინც თავი დაიმკვიდრა თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობის ხარისხით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.