გია ვოლსკი - პრეზიდენტისგან ისეთი განცხადებები კეთდება, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს, ეს ჩემი აზრია, მაგრამ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ვიზიტებზე, ინფორმაცია არ მაქვს
პრეზიდენტის წასვლის საკითხი იმ ინსტიტუტის გადასაწყვეტია, ვინც უნდა გასცეს თანხმობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის არცერთი განცხადება საქართველოს ინტერესებისთვის არ ყოფილა მისაღები.
„პრეზიდენტის მხრიდან განცხადებები იყო გაკეთებული, რომ საქართველოს იმიჯი როგორმე დააზიანოს. ასეთი განცხადებები გაკეთდა მის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდანაც და სხვა განცხადებებშიც. ეს ჩემი აზრია, მაგრამ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის რა საუბარია ვიზიტებზე, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
27 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.