გია ვოლსკი - პრემიერი ვერ დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას, თუ როგორ შეიძლება, უკრაინაში ომი დამთავრდეს, უღირსი საქმეა, მისი გულწრფელი განცხადებების ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო
გია ვოლსკი - პრემიერი ვერ დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას, თუ როგორ შეიძლება, უკრაინაში ომი დამთავრდეს, უღირსი საქმეა, მისი გულწრფელი განცხადებების ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო

ვფიქრობ, უკრაინა გაცილებით მეტ დახმარებას საჭიროებს. ზუსტად იმავე თემაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. როდესაც საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე შეზღუდვები ამ ომში, თანაც განაგებს ბირთვულ შეიარაღებას, რასაკვირველია, შედეგთან დაკავშირებით ძალიან ძნელია საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრი ვერ დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას იმასთან დაკავაშირებით, როგორ შეიძლება, ეს ომი დამთავრდეს, თუმცაღა ხაზი გაუსვა, რომ იგი, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მხარს უჭერს უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

„პროგნოზი, რით დამთავრდება უკრაინა-რუსეთთან მთელი მსოფლიოს ჭიდილი, რომელსაც გააჩნია ბირთვული შეიარაღება, ძნელი გასაკეთებელია. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ საქართველო და არამარტო, ძალიან რთულად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო და მსოფლიოს მოსახლეობა დგას. ამ თემებზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა და ძალიან ცუდი, უღირსი საქმეა, იმ გულწრფელი საუბრის ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებები წარადგინა და არ მიჰყო ხელი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვეულ პოლიტიკურ კეკლუცობას.

„ზუსტად ის ითქვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. გახსოვთ ელჩის გაწვევა უკრაინის მხრიდან. ეს განაპირობა იმან, რომ მოულოდნელად, შეუთანხმებლად გამოგზავნილი ჩარტერული რეისები არ მივიღეთ და მასში არ განვათავსეთ მოხალისეთა შეიარაღებული ჯგუფები, არ გავაგზავნეთ საომარი ეკიპირება ან საომარი დახმარება, რაც ომში პირდაპირ ჩართვას მიუთითებს. არაერთი განცხადება იყო უკრაინული პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირების მხირდან იმის თაობაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩაერთოს და სწორედ ის დროა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ძალით უნდა აღვადგინოთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი ორაზროვნება არ არსებობს, ეს რეალობა იყო, ეს რეალობა რჩება. მართალია, შენელდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, ვანო მერაბიშვილმაც იგივე გამოაცხადეს. კითხვები ამასთან დაკავშირებით უკვე არ არსებობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც გაისმა, რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომ უმჯობესია, ბომბი გვეცემოდეს, ვიდრე ომში არ ვიყოთ ჩართული, მაგრამ რეალობაში, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ გაბედა, მათ შორის რეიკიავიკში, რეესტრის შედგენის გადაწყვეტილებას შეერთებოდა, რომელიც აღწერს უკრაინის დანაკარგს, ზარალს ამ აგრესიისგან, რომ რუსეთი გადაეცა ჰააგის ტრიბუნას.

საქართველო მონაწილეა არაერთი რეზოლუციის, რომელმაც რუსეთს ჩაუკეტა გზა საერთაშორისო ფორუმებზე. მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს მხარდაჭერა როგორმე დღის წესრიგიდან მოიხსნას. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ამას ჩვენ არასდროს არავის ვაყვედრით. ეს არის მთავრობის ძალისხმევა, მაგრამ არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, აზროვნების. ესეც მისასალმებელია. ამის დაუნახავობა არის პროპაგანდა, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.