გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე იქნება, თუ გიგა ბოკერია, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, ასეთი დატვირთა არ ემუქრებათ
გია ვოლსკი - პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე იქნება, თუ გიგა ბოკერია, ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, ასეთი დატვირთა არ ემუქრებათ

სახელმწიფოს ინტერესშია, ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან.

„სახელმწიფოს ინტერესშია, ჩატარდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნები. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება, რომლის მიმართ შეტევა შალვა ნათელაშვილის ოფისში გამართული მოლაპარაკების მთავარი მიზანია. ყველაფერს პასუხი გაეცემა საარჩევნო ყუთებთან. ეს არის მთავარი და ცდილობენ, რომ ამ მთავარ მიმართულებას როგორმე გადავცდეთ, სხვა ასპექტებში და კონფლიქტებში შევიდეთ. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, გიორგი ვაშაძე, თუ გიგა ბოკერია, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. მგონია, რომ უახლოეს პერიოდში, არ ემუქრებათ ისეთი დატვირთვა, რაც პრემიერ-მინისტრს აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.