გია ვოლსკი - პაატა გურასპაული მოწესრიგებული ადამიანი და კალათბურთის დიდი ქომაგია
გია ვოლსკი - პაატა გურასპაული მოწესრიგებული ადამიანი და კალათბურთის დიდი ქომაგია

პაატა გურასპაულის კანდიდატურას მხარს ვუჭერ, რადგან პატიოსანი და მოწესრიგებული ადამიანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გურასპაული მოწესრიგებული ადამიანი და კალათბურთის დიდი ქომაგია.

„ჩემი თაობა კალათბურთის და ფეხბურთის მოყვარული იყო. პაატას დიდი ხანია ვიცნობ და მისი თამაშიც კარგად მახსოვს. ჩემი ოჯახის ახლობელია და მის კანდიდატურას მხარს ვუჭერ, რადგან პატიოსანი და მოწესრიგებული ადამიანი, კალათბურთის დიდი ქომაგია. კარგია, რომ საარჩევნოდ ასეთი კონკურენტული გარემოა. იმედია, კანდიდატებიდან პრეზიდენტს რესურსებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეარჩევენ“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, პაატა გურასპაულმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
პრეზიდენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, ვეტერანი სპორტსმენები, მსახიობები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.