გია ვოლსკი - ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარ კანდიდატებს ერთად დააყენებენ, თუ ცალ-ცალკე, ჯამი მაინც არაფერი იქნება
ოპოზიციური პარტიები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ერთად დააყენებენ, თუ ცალ-ცალკე, მათი ჯამი მაინც არაფერი იქნება და ეს არის ფაქტი – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, დიდუბელებსა და ჩუღურეთელებს კარგად ახსოვთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ მიხედა ამ უბნებსა და რაიონებს, ასევე რა სერიოზული პრობლემები დაუტოვა „ქართულ ოცნებას“ და რომელი პოლიტიკური ძალაა ის, რომელიც საქართველოს სამშვიდობოზე გაიყვანს.
„ვფიქრობ, რომ აჭრილ სიტუაციას უპერსპექტივობა განაპირობებს. მათ აერთიანებთ დესტრუქციის სურვილი, მაგრამ მათ ამბიციები ერთმანეთისგან სერიოზულად აშორებთ. იმის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ აკეთებენ, თუ რა შეიძლება ქვეყანას დაემართოს, თუ ესენი ერთობლივად რაიმე მართვის სადავეს ხელში ჩაიგდებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.