გია ვოლსკი - ოპოზიციური არხების კვლევები ზუსტად იმას ემთხვევა, რასაც აქციებზე ტრიბუნიდან იძახიან
ეგზიტპოლის განმახორციელებელს, შეიძლება, სამართლებრივად ვერ მოუგო, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი აქვს და ეს იმ დესტაბილიზაციის ამოცანას ემთხვევა, რაც ოპოზიციის მთავარი სამიზნეა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციური არხების კვლევები ზუსტად იმას ემთხვევა, რასაც აქციებზე ტრიბუნიდან იძახიან.
„რასაკვირველია, ამ დროს ეჭვები ჩნდება. შედეგებს 10-12 პროცენტი აცდენა ვერ ექნება, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ხარ. ეს სამართლებრივად რომ ვერ დაამტკიცო, ამ საკითხსა და დეზინფორმაციაზე უკვე ორი აზრიც არ არსებობს. ყველამ ყველაფერი იცის“, – განაცხადა ვოლსკიმ.