გია ვოლსკი - ოპოზიციას შეწყალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სურს
გია ვოლსკი - ოპოზიციას შეწყალების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის სურს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას შეწყალების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის უნდა, რომ კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები შეწყალების თაობაზე წლების განმავლობაში არათუ არაფერს ამბობდნენ, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის შეწყალებებს ხელს უწყობდნენ.

„არანაირი სტანდარტის გათვალისწინება არ ხდებოდა იმ პერიოდში, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. მარგველაშვილზეც შეტევას გვაბრალებდნენ. სააკაშვილი არათუ საქართველოს მასშტაბით, არამედ სტრასბურგშიც კი, შეფასებული იყო როგორც არაობიექტურად შემწყალებელი ადამიანი, მათ შორის მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების. ამ ადამიანებთან ძნელია, იმუშაო რაიმე ჭეშმარიტების დასადგენად. შეწყალების საქმეში კორუფციის ნიშნებს გამოვრიცხავ, მაგრამ კითხვა ვისაც უჩნდება, პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს. ოპოზიციას კომისია შექმნა იმისთვის უნდა, რომ კომისიის საქმიანობიდან გამომდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს, კომისიისა და იმპიჩმენტის თემა ერთ-ერთი ბრძოლის მეთოდია „ნაციონალური მოძრაობის“, – აცხადებს გია ვოლსკი.