საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოლეგ სერებრიანთან შეხვედრისას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. ასევე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.
„ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები პერიოდთან დაკავშირებით, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო ჩართულობით საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობები, მთელი სპექტრი იმ პრობლემებისა, რომლებიც მოლდოვას დღეს ახასიათებს და ის რეალური სიტუაცია, რაც არსებობს დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პერსპექტივები, რაც საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი, ლევან ქარუმიძე და ისკო დასენი.