გია ვოლსკი - უკეთესი იქნება, მურმან დუმბაძის წყევლა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიზიაროს
გია ვოლსკი - უკეთესი იქნება, მურმან დუმბაძის წყევლა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიზიაროს

მურმან დუმბაძეს წყევლა უფრო ეხერხება, ეს ძველი დროიდან ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად იმას აღიარებს, რომ აქ მთავარი თემა მართლაც კანდიდატის სტატუსის მიღებაა, რაც საქართველოს სჭირდება და არა მურმან დუმბაძეს ან ნებისმიერ სხვა ოპოზიციონერ ლიდერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ნებისმიერი პოზიტივი შეიძლება განხილული იყოს, როგორც „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რაზეც მურმან დუმბაძე ნერვიულობს.

„ნებისმიერი პოზიტივი შეიძლება განხილული იყოს, როგორც „ქართული ოცნების“ გამარჯვება. თუნდაც რა წარმატებასაც მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულების, თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი მიმოსვლის მიმართულებით. რასაკვირველია, მურმან დუმბაძე ნერვიულობს. უკეთესი იქნება, მურმან დუმბაძის ეს წყევლა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაიზიაროს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ გვეკუთვნის, თუ მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ოცი ოცდაათი გარანტირებულია, რაც იქნება კატასტროფა“.