გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ერთ-ერთი ლიდერისგან დამამცირებელი გამონათქვამები გასაკვირი არ არის
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ერთ-ერთი ლიდერისგან დამამცირებელი გამონათქვამები გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის მისცეს ხმა, კარტოფილზე გაყიდულები არიან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების შეურაცხყოფა მიუღებელია.
„ადამიანის დამამცირებელი გამონათქვამები არ არის ის, რაც გაგიკვირდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი ერთ-ერთი ლიდერისგან, ყოფილი პროკურორისა და ახლა გაუგებარი პროფესიის ადამიანისგან. ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფა მიუღებელია და ვფიქრობ, საზოგადოება თავის პასუხს გასცემს გინდა პოლიტიკურ ველზე გინდა, მორალური პაექრობისას ნებისმიერ სივრცეში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.