გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რაღაც მიზეზებს ეძებენ, რათა „საარჩევნო კოდექსს“ მხარი არ დაუჭირონ
ქალთა კვოტირების მომხრე ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს, რაიმე საწყისი ინერცია აუცილებელი და საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რაღაც მიზეზებს ეძებენ, რათა „საარჩევნო კოდექსს“ მხარი არ დაუჭირონ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ რაღაც მიზეზებს ეძებენ, რათა „საარჩევნო კოდექსს“ მხარი არ დაუჭირონ და მათი პოზიციაა – იქნებ, ჩავარდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მხარი არ დაუჭირეს და სისულელე თქვეს, რომ თურმე გვაიძულეს, მხარი ჩვენ დაგვეჭირა. საკმაოდ დაბნეულები არიან, ცოტა აჭრილებიც. გაერთიანებული ოპოზიცია ჭრელია თავისი მიდგომებითა და პოზიციებით. გაერიდნენ პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას. მავნებლური პოლიტიკა არის მთავარი სტრატეგიული მიმართულება იმის, რასაც ისინი ახორციელებენ. ქალთა კვოტირების მომხრე ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს. რაიმე საწყისი ინერცია აუცილებელი და საჭიროა. სხვადასხვა პრინციპების გამო ქალთა კვოტირებას მხარი დავუჭირე. თუ ოჯახს მართავს ქალი და კაცი, სახელმწიფო – დიდი ოჯახიც უნდა იყოს შესაბამისი ბალანსით მართული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.