გია ვოლსკი - მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრებაზე რეაგირება აუცილებლად იქნება
გია ვოლსკი - მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრებაზე რეაგირება აუცილებლად იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრების ფაქტზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სიახლე იმაში არაფერია, რომ რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის “დამოუკიდებლობას” ცნობს.

„ნებისმიერი ცერემონია და გადადგმული ნაბიჯი შესაბამის რეაგირებას მოითხოვს და რეაგირება აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ესწრებოდნენ. სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ოფიციალური დელეგაციებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ისხდნენ.