გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი სკანდალურობა და დესტაბილიზაციაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი სკანდალურობა და დესტაბილიზაციაა.
ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი აღნიშნავს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
„ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ინიციატივას თავის პოლიტიკურ მიზანს უკავშირებს. რასაკვირველია, საეკლესიო პირების დაბარება და პატრიარქის მოწვევა არის მთავარი მიზანი, რისთვისაც კომისია სჭირდებათ. სკანდალურობა და დესტაბილიზაცია, ეს არის მთავარი ლოზუნგი, რასაც ე.წ. ოპონენტთა ჯგუფი ემსახურება. ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, დღეში ათი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, იმდენად ინტენსიურია განცხადებები, რომლებიც სკანდალზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დროებითი საგამოძოებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.