გია ვოლსკი - გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა
გია ვოლსკი - გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა

გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა როცა არსებობს, მათ შორის შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მას ელჩ დეგნანზე თავდასხმები ნიკა გვარამიასგან ახსოვს, რომელიც მის გაძევებას მოითხოვდა.

„პერსონალური თავდასხმები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისგან მახსოვს, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც კელი დეგნანის სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა. ეს იყო პიროვნული თავდასხმა. როცა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის შენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა. უფრო სიღრმისეული ანალიზი მართებს იმ არგუმენტებს, რითაც ჩვენ შეიძლება საპირისპირო მოსაზრება გაგვაჩნდეს იმისგან, რასაც ქალბატონი ელჩი აცხადებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.