გია ვოლსკი - ლევან ბერძენიშვილის განცხადებები ნიშანია, რომ როგორმე, ყურადღება მიაქციონ მის უბადრუკ პიროვნებას
გია ვოლსკი - ლევან ბერძენიშვილის განცხადებები ნიშანია, რომ როგორმე, ყურადღება მიაქციონ მის უბადრუკ პიროვნებას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ყველა, ვინც მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, სამარცხვინოა.

ვოლსკის თქმით, ლევან ბერძენიშვილი საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.

„ლევან ბერძენიშვილის განცხადება საზოგადოების იმ ნაწილს არ გაჰკვირვებია, რომელსაც ის წარმოადგენდა, როცა მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ და ღია ტექსტით მთლიანად ერს დედას აგინებდა, ვინც მას მხარი არ დაუჭირა. ლევან ბერძენიშვილის ხეპრული განცხადებები მხოლოდ ერთის ნიშანია, რომ როგორმე, ყურადღება მიაქციონ მის უბადრუკ პიროვნებას“, – განაცხადა ვოლსკიმ.