გია ვოლსკი - ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება
ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს, რაც სასამართლოს განჩინებაშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლები პასუხს მოითხოვენ ნებისმიერისგან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურისგან, რომელიც არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, ფორსმაჟორში, ასე მოკლე დროში რა აუცილებელია იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს აუცილებლად ჩათვალა სასამართლოს მიერ დადასტურებულმა მფლობელმა.
„რასაც თქვენ ფორსმაჟორს ეძახით, ის არის ორ წლიანი პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა. ჩემთვის პირადად, არც ფორსმაჟორის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და არც პირიქით, ამ ორი წლის ლოდინსაც ვერ დავარქმევ რამე ცუდ პროცესს. ასე, რომ ამ შემთხვევაში, არასწორი ადრესატი გყავთ ამ კითხვისთვის შერჩეული. ფორსმაჟორი აუცილებლად ჩათვალა მფლობელმა, რომელიც სასამართლომ დაადასტურა, რომ არის მფლობელი. ნებისმიერ შემთხვევაში, მას შეუძლია, იმოქმედოს, მე მომწონს თუ არ მომწონს, ზუსტად იმ რეჟიმით იმოქმედოს, რაც თვითონ წარმოუდგენია საჭიროდ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.