გია ვოლსკი - კეზერაშვილის ბიზნესგეგმით შემოვიდა გარკვეული ტვირთი, ეს არ იყო სანქცირებული კომპანია, მაგრამ ფაქტია, შექმნა ხმაური, ელენე ხოშტარია იყო უსაფუძვლო განცხადებების ავანგარდში
გია ვოლსკი - კეზერაშვილის ბიზნესგეგმით შემოვიდა გარკვეული ტვირთი, ეს არ იყო სანქცირებული კომპანია, მაგრამ ფაქტია, შექმნა ხმაური, ელენე ხოშტარია იყო უსაფუძვლო განცხადებების ავანგარდში

ადრე ცნობილი იყო, რომ კეზერაშვილის ბიზნესგეგმით შემოვიდა გარკვეული ტვირთი საქართველოში, ამავე დროს ეს არ იყო სანქცირებული კომპანია, ყველაფერს ეტყობა, რომ გარკვეული პროვოკაციული შინაარსი ჰქონდა ამ თემას, მით უმეტეს, ელენე ხოშტარია იყო ავანგარდში უსაფუძვლო განცხადებების, რომელიც იმ პერიოდში გაჟღერდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილისა და ბიზნესმენ ვანო ნაკაიძის ეკუთვნოდათ გემი, რომელიც ბათუმში შემოვიდა და, რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობდა, რომ შემოიტანეს რუსული ნავთობი.

„ადრე ცნობილი იყო, რომ კეზერაშვილის ბიზნესგეგმით შემოვიდა გარკვეული ტვირთი საქართველოში. ამავე დროს ეს არ იყო სანქცირებული კომპანია, რუსული კომპანია, მაგრამ ფაქტია, რომ ამან შექმნა ხმაური, მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი არ იქნა მიღებული, ჩამოტვირთული. ყველაფერს ეტყობა, რომ გარკვეული პროვოკაციული შინაარსი ჰქონდა ამ თემას, მით უმეტეს, რომ ელენე ხოშტარია, კეზერაშვილის  მიერ დაფინანსებული პოლიტიკოსი, იყო ავანგარდში იმ ხმამაღალი, უსაფუძვლო განცხადებების, რომელიც იმ პერიოდში გაჟღერდა ამ ფაქტის გამო. ვფიქრობ, რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ასეთ პროვოკაციებს კიდევ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.