გია ვოლსკი - აბრეშუმის ისტორიულ გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველო საგანგებო გეოპოლიტიკურ პოზიციას ფლობს
გია ვოლსკი - აბრეშუმის ისტორიულ გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველო საგანგებო გეოპოლიტიკურ პოზიციას ფლობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აბრეშუმის ისტორიულ გზაზე, რომელიც ჩინეთიდან, აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, საქართველო საგანგებო გეოპოლიტიკურ პოზიციას ფლობს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ჩინეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ჩინეთი სერიოზული პარტნიორია, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებისთვის, და ეს პარტნიორობა არ შეჩერებულა.

„ვექტორი, რომელიც ჩინეთს გააჩნია, მხოლოდ კავკასიისა და აზიის რეგიონებს არ ითვალისწინებს. მისი ამოცანაა ურთიერთობები დასავლეთის ბაზრებთან. ისტორიულ აბრეშუმის გზაზე, რომელიც აზიიდან დასავლეთ ევროპის ბაზრებისკენ მიდის, რასაკვირველია, საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური პოზიცია უკავია. ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს და ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა საგანგებო მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ვოლსკიმ.