გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს, შესაძლოა, ორონიულია, მაგრამ აქ სიძულვილი არ იგრძნობა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ოპოზიციის ძროხასთან შედარების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება სიძულვილის ენას არ შეიცავს.
ვოლსკის თქმით, განცხადება უფრო მეტად ირონიულია.
„აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს – ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. ამ შემთხვევში ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. სიძულვილი სწორედ არ არის, შეიძლება ირონიულია და ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხარზე უფრო მეტად ძროხას ჰგავს“.
მისი განცხადება ოპოზიციამ სიძულვილის ენად შეაფასა. ირაკლი კობახიძე კი თავის მხრივ ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „საარჩევნო სიის სათავეში კობახიძის ჩასმა ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ“.