გია ვოლსკი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად თავის წარმოჩენას ელოდებიან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ
გია ვოლსკი - იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად თავის წარმოჩენას ელოდებიან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, საკითხი დაკავშირებულია არა მხოლოდ პროცედურებთან, არამედ ეხება პარლამენტის მომავალსა და მისი საქმიანობის ეფექტურობას.

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, ჩავარდეს თუ არა საკითხი. იყო „ლელოს“და ვაშაძის განცხადებები, რომლებიც საკუთარ პოზიციას არაორაზროვნად გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატების შეწყვეტა დესტრუქციულ პროცესებს მეტ ენერგიას მისცემს. წინასწარ ვერავინ იტყვის, მანდატებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე საპროცედურო საკითხს ეხება, არის საკითხი, რომელიც ეხება სიტუაციას საქართველოში, პარლამენტის მომავალს და მისი საქმიანობის ეფექტურობას.

დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, რომ საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყველა ელოდება, რომ თავი გამოაჩინონ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მსჯელობას დაიწყებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.