გია ვოლსკი - იმედი მქონდა, არასამთავრობოები მონაცემებს კანონის გარეშე გამოაქვეყნებდნენ, როგორც ამას ევროკავშირი აპირებს, გამჭვირვალობა კანონის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი
როცა ჩიხში შეხვალ და აღარ იცი, რა თქვა, ბუნებრივია, ბევრი სისულელე უნდა ილაპარაკო, რომ იქნებ ვინმე შეიყვანო შეცდომაში, ზუსტად იგივე ტექსტია, იგივე პათოსია. იმედი მქონდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ მონაცემებს ყოველგვარი კანონის გარეშე გამოაქვეყნებდნენ, როგორც ამას ევროკავშირი აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა კანონის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„ამერიკული „ფარას“ კანონმა ძალიან კარგად იმუშავა. ვერანაირ აქტივობას ვერ შეძლებ, რომ ეს ამერიკის შესაბამის უწყებაში არ იყოს დაფიქსირებული, საიდან და რა მიზნით გაფინანსებენ და ვინ არის დაფინანსების წყარო და მიმღები. მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ შეკვეთილი სტატიები გამოექვეყნებინათ. ეს გამოაქვეყნეს კიდეც და ყველამ ყველაფერი გაიგო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ევროკომისიამ გუშინ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. ევროკომისიის „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ ითვალისწინებს იმ სუბიექტთა რეგისტრაციას, რომელთა საქმიანობა უკავშირდება მესამე ქვეყანას, აგრეთვე წლიური შემოსავლისა და დაინტერესებული ქვეყნების გასაჯაროებას.