გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი თავისი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი საკუთარი განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, გუშინ, პრეზიდენტმა საოცარი განცხადება გააკეთა.
„გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, მარგველაშვილი რას გააკეთებს. წინასაარჩევნოდ ასეთი განცხადებების კეთება სერიოზული პრობლემაა. მსგავსი განცხადებები სტაბილურობისთვის, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის იმიჯისთვის დამაზიანებელია. მისი არც ერთი სიტყვა სიმართლესთან ახლოს არ არის. პრეზიდენტი რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელურ განცხადებას გააკეთებს, უფრო მეტი ყურადღებას მიიქცევს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.