გია ვოლსკი - გახარიამ რაც თქვა, სიბინძურეა, არარეალისტურია და მოწყვეტილია იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არსებობს
გია ვოლსკი - გახარიამ რაც თქვა, სიბინძურეა, არარეალისტურია და მოწყვეტილია იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არსებობს

გახარიამ რაც თქვა, სიბინძურეა, არარეალისტურია და მოწყვეტილია იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის“.

„ერთ გუნდს როდესაც განუდგები და, ფაქტობრივად, უღალატებ იმ პრინციპებს, რომლითაც ეს გუნდი გაერთიანდა, რამაც ამ გუნდში გახარია გააერთიანა, შეგიძლია, ხელი მოაწერო ყველანაირ სიბინძურეს. გამორიცხულია, ჯერ ერთი, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ფორმაციაში რომ 20-25, თუნდაც 50 ოჯახი განაგებდეს სიტუაციას. მით უმეტეს, ყველამ იცის, რომ ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უპრეცედენტოდ დიდი სოციალური პაკეტის შექმნა, სადაც იხარჯება ყველაზე მეტი თანხა, რომ საზოგადოება, რომელიც არის მოწყვლადი, გადარჩეს და ჰქონდეს გარკვეული შეღავათები, თუნდაც მედიცინის ჯანდაცვის მიმართულებით. სამხედროები, პოლიციელები, ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიცავენ, უკეთესი ცხოვრების პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი და ასევე დევნილების პრობლემა იქნება მძლავრად მხარდაჭერილი.

სიბინძურეა ის, რაც მან თქვა და სიბინძურის გარდა, არარეალისტურია და მოწყვეტილია იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოში არსებობს. ფაქტია, პიარულად სწორად დაალაგა თავისი აზრით, რომ ვიღაცებს თავს მოახვიოს კვლავ „ნაცმოძრაობის“ ნარატივი, თითქოს ვიღაც განაგებს ფინანსების იმ რესურსებს, რომლებიც, წესით, მისი აზრით, ხალხში არ არის გადანაწილებული. ეს სიბინძურეც არის და გარდა ამისა, არსებობს კიდევ ადამიანური დამოკიდებულება საკითხისადმი, რომლითაც ასევე ვერანაირად დაიკვეხნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.