გია ვოლსკი - ევროპელი სოციალ-დემოკრატები გავლენიანი გუნდია, რომლის შემადგენლობაში „ქართული ოცნებაც“ ირიცხება, სერიოზული ნაბიჯია გადადგმული ამ ჯგუფში საქართველოს პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით
ევროპელი სოციალ-დემოკრატების გუნდი საკმაოდ ძლიერი, გავლენიანი გუნდია, რომლის შემადგენლობაში „ქართული ოცნებაც“ ირიცხება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სერიოზული ნაბიჯია გადადგმული ზოგადად ამ ჯგუფში საქართველოს პოზიციების გამყარების, გაძლიერების თვალსაზრისით.
„ევროპელი სოციალ-დემოკრატების გუნდი საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი გუნდია, რომლის შემადგენლობაში „ქართული ოცნებაც“ ირიცხება. გარდა ამისა, ის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გერმანიის წარმომადგენლები, რომლებიც გვერდში უდგანან საქართველოს, მის ევროპულ პერსპექტივას, რასაკვირველია თავის სიტყვას იტყვიან, როდესაც საქმის განხილვა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავა. ამის გარდა, ვფიქრობ, სერიოზული ნაბიჯია გადადგმული ზოგადად ამ ჯგუფში საქართველოს პოზიციების გამყარების, გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.