გია ვოლსკი - ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორიზმი, რომელსაც სახელი აუცილებლად დაერქმევა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე ნებისმიერი თავდასხმა დამაზიანებელია ქვეყნისთვის
გია ვოლსკი - ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორიზმი, რომელსაც სახელი აუცილებლად დაერქმევა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე ნებისმიერი თავდასხმა დამაზიანებელია ქვეყნისთვის

ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება, ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის.

„ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ათეისტი, რომელიც საღად მსჯელობს, კონკრეტულ განცხადებებსა და ქმედებებში აუცილებლად ამოიკითხავს ტერორიზმისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, გინდ სიტყვიერს, გინდ იდეოლოგიურს და გინდ ფიზიკურ ტერორიზმს, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხორციელდება. ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგიას ემთხვევა. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე არ არის საუბარი, ხვალ სხვა კონფესიებსაც გადასწვდებიან. ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ჩვეულებრივი ტერორიზმი, რომელსაც სახელი აუცილებლად დაერქმევა. ეკლესიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ხისტ დამოკიდებულებას, ფიზიკურ შეხებას, თავდასხმებს შეიძლება, ტერორიზმის გამოვლინება ვუწოდოთ. ნებისმიერი თავდასხმა სახელმწიფოს ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, როგორიცაა ეკლესია, დამაზიანებელია ქვეყნისთვის და დესტაბილიზაციის გარკვეულ წინაპირობას ქმნის. როცა იცით ქვეყნის ისტორია, სხვა ქვეყნის მაგალითები და საზოგადოებაში დაპირისპირების კერების გაჩენის მეთოდოლოგია, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია. ეს მხოლოდ მართლმადიდებელ კონფესიას არ ეხება – ეხება ყველა ადამიანს, თუნდაც ათეისტს, ვისაც სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.