გია ვოლსკი - დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საფუძველი უნდა შეუქმნას დასკვნას, ჩატარდეს თუ არა განმეორებითი არჩევნები ქვეყანაში
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საფუძველი უნდა შეუქმნას დასკვნას, ჩატარდეს თუ არა განმეორებითი თუ სხვა ვადამდელი არჩევნები. თუ ასეთი დასკვნა არ იქნება, რასაკვირველია, უტიპიურია და დემაგოგიურია ნებისმიერი სხვა განცხადება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, ვოლსკიმ პლებისციტის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ისეთ ფასეულობას არ წარმოადგენს, როგორიც საპარლამენტო კომისიის შექმნაა.
„რაც შეეხება პლებისციტის თემას, ეს მიახლოებულია და სამართლებრივი ფორმატის შექმნის მცდელობაა, თუმცა რასაც საპარლამენტო კომისია ჰქვია, ისეთ ასეულობას არ წარმოადგენს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.