გია ვოლსკი - დეოლიგარქიზაციის საკითხის განხილვა, რომ კანონპროექტი ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ეს იგულისხმა, ევროპის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა
გია ვოლსკი - დეოლიგარქიზაციის საკითხის განხილვა, რომ კანონპროექტი ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილს და ევროპარლამენტმა სწორედ ეს იგულისხმა, ევროპის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა

დეოლიგარქიზაციის საკითხის ისე განხილვა, რომ კანონპროექტი უნდა ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილს და ევროპარლამენტმა რეკომენდაციაში სწორედ ეს იგულისხმა, ევროპის იმიჯისთვის სერიოზული დარტყმაა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ცალკეულ პირებზე კანონის მორგება და ამ თემაზე საუბარი ევროპის რაკურსით, ევროსტრუქტურების დისკრედიტაციაა.

„დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე თუ რაიმე დასამატებელია, ან მოსაკლები, ამის გარჩევა სამუშაო ჯგუფებში შეიძლებოდა, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან, რაც ასე არ მოხდა. საკითხის ისე განხილვა, რომ კანონპროექტი უნდა ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილს და ევროპარლამენტმა რეკომენდაციაში სწორედ ეს იგულისხმა, სერიოზული დარტყმაა ევროპის იმიჯისთვის და ევროპარლამენტის მიმართ. ფაქტობრივად, ეს არის ბრალდება, რომ ბიძინა ივანიშვილზე მორგებული კანონი უნდა მივიღოთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ევროპაში არ იციან, ვინ არის კეზერაშვილი, ძალიან ცდება. თუ არ იცოდნენ, მისი განცხადება ნახონ, რომელიც საუბრობს, რომ ფლობს ფინანსურ რესურსებს და პოლიტიკის მართვისთვის გამოიყენებს, მათ შორის მედიაზე ზეგავლენისთვის. ეს არის მისი პიროვნული განცხადებაა, რომელიც ზუსტად იმ კრიტერიუმებს ემთხვევა, რომელიც უკრაინულ კანონშია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ცალკეულ პირებზე კანონის მორგება და ამ თემაზე საუბარი ევროპის რაკურსით, ეს ევროსტრუქტურების დისკრედიტაციაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.