გია ვოლსკი - ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში
გია ვოლსკი - ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტი რაციონალურია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დღეს არსებულ ვითარებაში სწორი პოზიცია უჭირავს.

„ამ ადამიანებმა საქართველო ისეთ პრობლემებში შეიყვანეს, რომელსაც დღემდე ვიმკით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე სხვა სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის თუ ნებისმიერი პრობლემის სახით, რომელიც დღეს გაგვაჩნია – მავთულხლართები იქნება, თუ ხალხის გატაცება. ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში. ამ ვითარებაში სწორი პოზიცია გვიკავია და ეს პოზიცია ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, შემოთავაზებულ რეზოლუციაში. ეს დოკუმენტი გულისხმობს უკრაინის ინტერესების დაცვას და მთავარს, დაშვებული არ იყოს საომარი მოქმედებები. ეს არის ის, რასაც პარლამენტს ვთავაზობთ. ამასთან დაპირისპირებაში არიან ის ადამიანები, რომელთაც თავის დროზე არც ერთი მუხლი და არც ერთი მოქმედება არ განახორციელეს ისეთი, რაც არათუ დაუპირისპირდებოდა, არამედ პირდაპირ წყალს არ დაასხამდა რუსეთის წისქვილს, ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის“, – განაცხადა ვოლსკიმ.