ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა მძიმეა, ასეთ სიტუაციაში სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა მძიმეა. ერთის მხრივ წარმოება განიცდის სერიოზულ დანაკარგებს და მეორეს მხრივ, ეს ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. ასეთ სიტუაციაში რასაკვირველია სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. კონკრეტულად რა ფორმით მოხდეს ეს, ამას ვერ გეტყვით. შესაბამისმა სტრუქტურებმა ფაქტია, რომ კონკრეტული პასუხები უნდა გვითხრან ამასთან დაკავშირებით და როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს ჩარევაც კი აუცილებელია“,- განაცხადა ვოლსკიმ.
მეთერთმეტე დღეა ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.