გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არ იგეგმება.
„ბიძინა ივანიშვილის არანაირი დასანქცირება არ იგეგმება, რადგან არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერმაკისა და მაკფოლის თანათავმჯდომარეობით ჯგუფი შეიქმნა, ამას ამერიკის კონგრესიდან განცხადებაც მოჰყვა, რომ ერმაკი შეიძლება საერთოდ „ფეესბეს“-ზე მუშაობს. არავის კითხვა არ დაბადებია იმაზე, რატომ თქვა ეს კონგრესმენმა, რომელიც კონგრესში უკრაინის საკითხების სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს? რადიკალურ ოპოზიციას როგორც უხარია, ინფორმაციას ისე აჟღერებს და ვითარებას იმ კუთხიდან ქმნის, თავად როგორც ქმნის მოთხრობებს. შემდეგ ამ მოთხრობებზე კითხვებსაც იგონებს და პასუხებსაც თავად სცემს. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას არანაირი წინაპირობა არ გააჩნია და ასეთი სიხარული უახლოეს პერიოდში, არც შორეულ და შუა პერიოდში თქვენ არ გექნებათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.