გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი იმ გუნდის ლიდერია, რომელმაც საქართველო დანგრევასა და განადგურებას გადაარჩინა, პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი აწარმოებს, წარმატებულია
გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი იმ გუნდის ლიდერია, რომელმაც საქართველო დანგრევასა და განადგურებას გადაარჩინა, პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი აწარმოებს, წარმატებულია

ბიძინა ივანიშვილი იმ გუნდის ლიდერია, რომელმაც საქართველო დანგრევისა და განადგურებისგან გადაარჩინა, შეადარეთ, რა იყო და დღეს რა არის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთი ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაცია არ დარჩენილა, სადაც საქართველო არ უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა, რომელსაც ეს გუნდი აწარმოებს, წარმატებულია და ამდენი ხელშეშლისა და გამოწვევის მიუხედავად, ასევე ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად საქართველო მყარად დგას და ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომლის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია“, – განაცხადა ვოლსკიმ.