გია ვოლსკი – ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ საელჩოებისგან ხელდასმული პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე ის არის მთავარი და არა ბოკუჩავა, ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია
სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებით ამტკიცებს, რომ ის არის მთავარი და არა თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხელდასმულია ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე და ხელდასმა საელჩოებმა გაუწიეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი ლიდერობა გადაწყდა არა საქართველოში და იმ ადამიანების მიერ, ვინც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა, არამედ – საერთაშორისო დონეზე.
„ამით ქარტიის ხელმომწერებს აჩვენა და მიუთითა, რომ ის არის ლიდერი, მან უნდა წარმოადგინოს მთავრობა, შეუძლია დაშალოს მთავრობა, როცა საჭიროდ გადაწყვეტს და ის დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. მისი განცხადებაც ამაზე მეტყველებს. ეტყობა, თავის თავში მთლად დარწმუნებული არ არის, ეს არის მოჩვენება ადამიანებისთვის იმის, რაც არ არსებობს – სალომე ზურაბიშვილი, როგორც ლიდერი მთელი რადიკალური ოპოზიციის. მათ წარმატება არ უწერიათ, თუმცა სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებით ამტკიცებს, რომ ის არის მთავარი და არა თინა ბოკუჩავა, ლევან ხაბეიშვილი, გახარია, ხაზარაძე, გვარამია ან მელია. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ხელდასმულია ამ პოლიტიკური ლიდერის პოზიციაზე და მას ეს ხელდასმა საელჩოებმა გაუწიეს. ეს არის მისი განცხადების შინაარსი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.