გია ვოლსკი - ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ 
გია ვოლსკი - ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, მმართველ გუნდში მსჯელობა არ გამართულა იმის თაობაზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რა განთავსდება.

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ საკითხზე მსჯელობა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა გაიმართოს.

“ამ თემაზე გუნდში მსჯელობა არ გამართულა, მაგრამ ალბათ, ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოების აზრი იქნება გათვალისწინებული, რომ ავლაბრის რეზიდენციას სწორი ფუნქცია მოეძებნოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას არ აპირებს. მისი თქმით, ორბელიანების სასახლე მისთვის მისაღებია.