გია ვოლსკი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში საქართველოსთვის საკმაოდ პოზიტიურია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში, საკმაოდ პოზიტიური და პროფესიონალური ანგარიშია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დოკუმენტი აფასებს მსოფლიოში შექმნილ რთულ ვითარებასა და გამორჩეულ საქმიანობას, ასევე უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალიზმის მაღალ დონეს კერძოდ, ანტიტერორისტული ქვედანაყოფების.
„ჩვენთვის პოზიტიური შეფასებები უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა და რომ არა მოხსენებები ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს პოზიტიური გამოცდილების დაფიქსირება, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს საიმედო დაცვა ტერორიზმისგან, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.