გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები
გია ვოლსკი - არის ერთი კონკრეტული პარტია და ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე, ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება დესტრუქციული პროცესები

არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები, ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა აიღეს არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ „ნაციონალური პარტიების“ გავლენა სხვა, შედარებით პატარა პარტიებზე არსებობს.

„ფაქტია რომ ეს გავლენა არის დესტრუქციული და საქართველოს შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად უპირისპირდება. ეს თუ არ გაიაზრეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ვფიქრობ, რომ საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნება პოლიტიკურ ველზე, მაგრამ მმართველი პარტია, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ ამას გადავაყოლოთ საქართველოს ინტერესები“, – განაცხადა ვოლსკიმ.