გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როცა ლაპარაკია რადიკალური ოპოზიციის საქმიანობაზე
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ქართული კანონი რუსულ კანონს არცერთი ნიშნით არ ჰგავს, განსხვავებაა, როგორც ცა და დედამიწა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როცა ლაპარაკია რადიკალური ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი კანონი ბევრმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ ქართული ერთადერთი კანონია, რომელიც არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ყველაზე მსუბუქია ჯარიმებიც.
„ასეთი კანონი ბევრმა ქვეყანამ მიიღო და გაცილებით უფრო მძიმე იყო თავისი ხისტი ზომებით, რომელიც კანონის შეუსრულებლობის გამო შეიძლება დაეკისროთ. ქართული ერთადერთი კანონია, რომელიც არ ითვალისწინებს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ყველაზე მსუბუქია ჯარიმებიც. გამჭვირვალეობის თემა ვერ იქნება ევროპული სტანდარტის დარღვევა. ქართული კანონი რუსულ კანონს არცერთი ნიშნით არ ჰგავს. განსხვავება არის, როგორც ცა და დედამიწა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში, როცა ლაპარაკია რადიკალური ოპოზიციური პარტიების საქმიანობაზე. სწორედ ისინი განაპირობებენ ხასიათს და დამოკიდებულებას, თორემ საქართველოს ხელისუფლება არანაირად არ უწყობს ხელს რუსეთის რომელიმე ინტერესს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.