გია ვოლსკი - არ არის სასიამოვნო, რაც ხდება, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს
გია ვოლსკი - არ არის სასიამოვნო, რაც ხდება, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს

დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტში მივიდა. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ვოლსკის თქმით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.