გია ვოლსკი – არ არის სასიამოვნო, რაც ხდება, მაგრამ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს

10:29, 26.11.2019

დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტში მივიდა. მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ვოლსკის თქმით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„არ არის სასიამოვნო ეს პროცესები, მაგრამ უნდა გააგრძელოს მუშაობა პარლამენტმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი, პარლამენტის ბიურო უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, სხდომა ჩაატარონ.

მსგავსი