გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში სანქციებზე საუბარი არ არის და  საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია
გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში სანქციებზე საუბარი არ არის და საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თავდაცვის ავტორიზაციის აქტში სანქციებზე საუბარი არ არის და ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია.

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ დახმარებას მნიშვნელოვნად ზრდის და როცა საქართველოს ამერიკიდან დახმარება კიდევ უნდა გაუწიოს, რასაკვირველია, სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

„სწორედ ამ მიმდინარე პროცესების დემოკრატიულად განვითარების ხელშეშლაზეა ორიენტირებული ოპოზიციის ე.წ. პარტიების, დესტრუქციული ძალების მთავარი ამოცანები. მათი მიზანია, როგორმე, ვითარება შეირყეს და დაპირისპირება განვითარდეს. მთავარი ინდიკატორი იქნება არჩევნები და არჩვნების დემოკრატიულობა, გამჭირვალეობა. ამ ინდიკატორს ამერიკის სახელმწიფო დეპარლამენტი და ყველა მეთვალყურე, ვინც საქართველოში ჩამოვა, ძალიან ყურადღებით დააკვირდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.