გია ვოლსკი აცხადებს, რომ შოთა შალელაშვილის გადაწყვეტილება ზედმეტ კითხვებს არ იწვევს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შოთა შალელაშვილის გადაწყვეტილება ზედმეტ კითხვებს არ იწვევს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, შოთა შალელაშვილი პოლიტიკიდან მიდის.
„ადამიანს თავის ცხოვრება აქვს და მიიჩნევს, რომ იმ ბიზნეს პროექტებს დააკლდა, რომლებიც მისი განმარტებით, მრავლად აქვს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენიც არის. უნდა, საკუთარ საქმიანობას მეტი დრო დაუთმოს. ამაში არც დასაძრახია რამე და ზედმეტ კითხვებს არ იწვევს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შოთა შალელაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. მას პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრი ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.