დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს

10:57, 10.09.2019

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

​შოთა შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

მსგავსი