გია მაისაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს
გია მაისაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის, გია მაისაშვილის ცხედარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

მაისაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის ახლობლები და „ეროვნული მოძრაობის“ წევრები დახვდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, აეროპორტიდან ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ორშაბათს პანაშვიდი ჩატარდება.

გია მაისაშვილს 6 მარტს, კოსტა ხეთაგურის # 7-ში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

ეკონომისტი, პოლიტიკოსი გია მაისაშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 26 თებერვალს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაისაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა. მას რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა.