გია კორკოტაშვილი - მე თვითონ რაზმი ვარ, არ იზეიმებენ გარყვნილებას ქვეყანაში
დღეს ასე დგას საკითხი შსს-მ უთხრა ლგბტ-ებს, ვერ დაიცავდნენ მათ, რადგან უამრავი, ხალხი გამოვა, რომ ეს მათი ბინძური ქმედება ჩაშალოს, მაინდამაინც ცემა-ტყეპით არა, აქ საზოგადოება დადგება და აგრძნობინებს ძალას, რომ ასეთი ცხოვრება საქართველოში არ შეიძლება,- ამის შესახებ გია კორკოტაშვილმა ვერის პარნალისტებს განუცხადა.
როგორც გია კორკოტაშვილმა აღნიშნა, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოსაზრებებს სრულად იზიარებს.
„ბევრი მეკითხება კომბლებზე და ქამრებზე, ვისთან ვიჩხუბო? ლგბტ-სთან ვიჩხუბო? დავდგებით და დავანახებთ, რომ საზოგადოება ვართ ჩვენ. ღვთის წყალობით საქართველოში aris ადამიანების უმრავლესობა, ვინც მამა-პაპურ მართლმადიდებლურ ცხოვრებას მისდევს. პროპაგანდა ნიშნავს ქუჩაში გამოსვლას და თავისი აზრების ფრქვევას. თუ ჩაკეტილში ჩაატარებენ, რაც უნდათ, ის უქნიათ. თავისი სხეული თავისია და როგორც უნდათ ისე მოიხმარონ, ნუ რყვნიან საზოგადოებას თავისი ქცევით. რქებით გვაწვებიან და მოიმტვრევენ მაგ რქებს“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, საზოგადოების დიდ ნაწილს არ აწყობს, რომ გაიმართოს პრაიდი.
„ღმერთმა ხელი მოუმართოს, რომ სწორ გზაზე დადგნენ, როგორ ვეჩხუბო მათ, არ მაქვს აგრესია მათ მიმართ. ვხედავ, გაჩუმდებიან და უკნიდან პოლიტიკოსები აწვებიან, მიდი, დაიწყეთო. თუ ამათმა რამე გამართეს, დაათვალიერეთ და ნახავთ ლგბტ 10 წევრი იქნება და გულშემატკიბარი ეყოლებათ 100 კაცი, რომელიც შეიძლება ელოდება დასავლეთიდან დაფინანსებას. მე ლევან ვასაძეს დიდი ხანია, ვიცნობ. აქ ბოლომდე ვიდგები, რომ არ იზეიმოს გარყვნილებამ ჩემ ქვეყანაში. რაც შეეხება რაზმებში ჩაწერას, მე თვითონ რაზმი ვარ“, – განაცხადა გია კორკოტაშვილმა.