გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს
გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

გია კორკოტაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღესვე, „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებული მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

ამასთან, მსვლელობის დაწყებამდე, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ორი წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.