გია ჟორჟოლიანი - მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს და საკუთარ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს
„სოციალ-დემოკრატების“ ხელმძღვანელი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს და საკუთარ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
გია ჟორჟოლიანს სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია.
„როგორც კი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საპატიმროში წავა, რადგან ის სასჯელი უნდა მოიხადოს, რაც სასამართლომ მიუსაჯა. მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. დანარჩენი არის მანიპულირება და აბსურდული განცხადებების გაკეთება, რაც ახალი არ არის. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.